აგენტურული ქსელი იქმნებოდა წლების განმავლობაში, როდესაც დასჭირდებოდათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ აეყირავებინათ ნებისმიერი ხელისუფლება. ეს ყველაფერი გავშიფრეთ, საზოგადოებას ხელის გულზე დავუდეთ რეალობა, როგორ ფუნქციონირებდა ეს ყველაფერი. დღეს გაგიჟებულები, გაბრაზებულები არიან ქართველ ხალხზე, რადგან ქართველმა ხალხმა მათ უთხრა: არა! მიუჩინა შესაბამისი ადგილი საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი – ის ადგილობრივმა რადიკალებმა განახორციელეს და ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა მომხდარზე აირიდონ პასუხისმგებლობა“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხალხი აანალიზებს, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ მტერი.
„ნუ გიკვირთ, ყველა უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება, მოდის მათი ჩართულობით. ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეულია. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რათა შეექმნათ აგენტურული ქსელი. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარედან, მათ რიგებში მომუშავე ადამიანები ვინ არიან? აგენტურული ქსელი იქმნებოდა წლების განმავლობაში. როდესაც დასჭირდებოდათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ აეყირავებინათ ნებისმიერი ხელისუფლება. ეს ყველაფერი გავშიფრეთ, საზოგადოებას ხელის გულზე დავუდეთ და მივაწოდეთ რეალობა, თუ როგორ იყო, როგორ ფუნქციონირებდა და მუშაობდა ეს ყველაფერი. დღეს გაგიჟებულები, გაბრაზებულები არიან ქართველ ხალხზე, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა: არა! მიუჩინა შესაბამისი ადგილი საპარლამენტო არჩევნებზეც და ადგილობრივ არჩევნებზე.
ხალხი აანალიზებს, არჩევს თეთრსა და შავს, ვინ ქვეყნის მოყვარეა და მტერი. გაიხსენეთ, ზოგი ელჩის განცხადება, ჩვეულებრივ ძალადობას ახალისებენ, ხელს უწყობენ მოძალადეებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, „გლობალურ ომის პარტიას“ უნდა საქართველო თავად მართოს, თავად იყვნენ ბატონ-პატრონები.
“გარედან მართული პროცესებია, პირველი შემთხვევა არაა, რევოლუციის, სახელმწიფო დამხობის და გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. „დიფ სთეითს“, გარე ძალებს – გლობალური ომის პარტიას უნდა საქართველოს თვითონ მმართავდნენ. თვითონ იყოს ბატონ-პატრონი და არა ქართველი ხალხი. ჩვენნაირი, უკრაინისნაირი ქვეყნები სჭირდებათ რათა თავისი ინტერესები გაატარონ“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ვითომ კეთილი საქმეებისთვის გადმორიცხული თანხები, რეალურად ხმარდებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების და უსახური ადამიანების შექმნის დაფინანსებას.
„პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და პირდაპირ ისაუბრა ყველაფერზე, რომ რევოლუციებს ვაფინანსებდითო, მათ შორის საქართველოში. ყველაფერი ხელის გულზეა, ვითომ კეთილი საქმეებისთვის გადმორიცხული თანხები რეალურად ხმარდებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების და იმ უსახური ადამიანების შექმნის დაფინანსებას, რაც წარმოდგენილია დღეს…
მე ამერიკას არ ვადანაშაულებ. მოიტყუეთ, რომ ვთქვი, ამერიკა აფინანსებდა რევოლუციასო. მე ციტირება გავაკეთე იმის, რასაც ტრამპი ამბობს, ხელის გულზე დაგვიდო ის ორგანიზაციები, ვინც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობდა. ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში“, – აღნიშნა კალაძემ.
