კახა კალაძეს მერიის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყება უნდა

თბილისს მერს, ს, რომელიც ამავდროულად არის პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი დედაქალაქის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყება უნდა. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი საბა ბუაძე იუწყება, საკითხის კენჭისყრა ხვალ, 29 იანვარს არის დაგეგმილი.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოში, არქიტექტურის სამსახურსა და ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის დასაწყებად ბრძანება 2024 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.
„ეს რეორგანიზაცია პოლიტიკური წმენდა რომ არის იმითაც დასტურდება, რომ არანაირი დასაბუთება და არგუმენტი თან არ ახლავს, მხოლოდ ერთი ფრაზა – „სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით“, – აცხადებს საბა ბუაძე, პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი.
თუ საკრებულო, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“ თბილისის მერს თანხმობას მისცემს, რეორგანიზაციის პროცესი 2025 წლის 1 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. რადიო თავისუფლებამ მერიის პრესსამსახურს ჰკითხა, რატომ დაიწყო რეორგანიზაცია და რამდენი ადამიანის შემცირება იგეგმება – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ დემონსტრაციების პარალელურად კი ამკაცრებს კანონებს – შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.
ამ კანონების ამოქმედების შემდეგ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები უკვე მიიღო არაერთმა ადამიანმა, მათ შორის თბილისის მერიისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ