კახა კალაძემ 2025 წელს 294 900 დოლარისა და 135 313 ევროს ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, ამავე წელს კი ოთხივე მანქანა გაყიდა

სტუდია “მონიტორის” ინფორმაციით, კახა კალაძემ 2025 წელს 294 900 დოლარისა და 135 313 ევროს ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, ამავე წელს კი ოთხივე მანქანა გაყიდა, ასევე გაყიდა 2024 წელს შეძენილი MERCEDES-BENZ AMG.
🔴 სტუდია მონიტორი წერს, რომ:
💰 200,000 დოლარად ნაყიდი FERRARI 296 GTB კალაძემ ყიდვიდან 20 დღეში იმავე ფასად გაყიდა;
💰94,900 დოლარად შეძენილი LAND ROVER DEFENDER კი ყიდვიდან 10 დღეში გაასხვისა, ასევე, იმავე ფასად;
💶 41,750 ევროდ ნაყიდი MINI JCW კალაძემ ყიდვიდან 4 თვეში გაყიდა 36,750 ევროდ;
💶 93,563 ევროდ ნაყიდი BMW M4 მერის ცოლმა ყიდვიდან 11 თვეში 74,000 ევროდ გაყიდა.
💰 კიდევ ერთი მანქანა – MERCEDES-BENZ AMG კალაძემ 2024 წლის სექტემბერში იყიდა 150,000 დოლარად; ყიდვიდან 6 თვეში კი ეს მანქანა მან 200,000 აშშ დოლარად გაყიდა.
🚗💰მთლიანობაში, 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750.