კახა კალაძემ, ნაძალადევსა და ჩუღურეთში, 30-ზე მეტ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს და ჩუღურეთში 13 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„დღეს 34 ოჯახი გავახარეთ მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ იმ საცხოვრებელი ფართების, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ეს ადამიანები და, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 3 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილებულია.
მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობენ და ყველანაირად დაეხმარებიან,“ – აცხადებს თბილისის მერი .

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა