კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის მესამე ვადით კანდიდატმა მ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. 20 კანდიდატიდან 5 ქალია, 2 სპორტსმენი, 7 უკვე ყოფილა საკრებულოს დეპუტატი.
“პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები” – ასე დაახასიათა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. 20 კაციანი სია, რომელიც მან დღეს ქართული ოცნების ოფისში წარადგინა, ასე გამოიყურება:
· შალვა სუთიაშვილი – მორაგბე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი. კალაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ არის 4 შვილის მამა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო.
· თინათინ ნიბლოშვილი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
· ბექა დავითულიანი – ყოფილი პარლამენტისა წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი, განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე.
· გურამ ნიკოლაშვილი – ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
· ნიკოლოზ კახეთელიძე – საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
· ნინო ვარდოსანიძე – საკრებულოს წევრი 2021 წლიდან, აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის გამოცდილებაც;
· ავთანდილ ცინცაძე – მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, საკრებულოს წევრი 2021 წლიდან.
· კონსტანტინე ზარნაძე – თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანიდან.
· – ყოფილი პარლამენტარი;
· ოთარ ჩრდილელი – ყოფილი პარლამენტარი.
· გიორგი ხუროძე – ფინანსისტი;
· კახა ბერაძე – ეკონომისტი;
· ლევან არველაძე – საკრებულოს დეპუტატი
· ლევან აბაშიძე – განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
· ალექსანდრე მუკათარიძე – ქართული ოცნების ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღანელი.
· ნოდარ ბოკერია – საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში.
· მარიამ გრიგოლიშვილი – პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის თანამშრომელი.
· ლუკა ძაძამია – სამართალმცოდნე.
· ქეთევან ჭავჭანიძე – ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი, ჩუღურეთის რაიონში “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
· ლალი კოლომიკოვი – ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
საქართველოში თვითმმართველობის 4 ოქტომბერს გაიმართება – ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.