კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი

კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი
კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს.
„14 წელია, არის უმაღლეს პოზიციებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში და ხელისუფლებაში. ის არის პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს. კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი. ეს არის მისი საქმიანობის შედეგი. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არც ერთი სხვა ვერსია. როგორც კი ჩვენ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თავად იყო მზად, მესამედ ეყარა კენჭი მერობის კანდიდატად, ბუნებრივია, ყველას გაგვიხარდა“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით – ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე