კახა კალაძემ აღსრულების ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიმართა

თბილისის მერმა, მ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე მიმართა.
კალაძის შეტანილი სარჩელი 2022 წლის 5 ივლისს, მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, კახა კალაძემ 60 მილიონი “ჩაიდო ჯიბეში” ტენდერებიდან და კორუფციული გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ TV პირველსა და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს თბილისის მერის, კახა კალაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.
კახა კალაძემ და მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარჩელის აღსრულებაზე დღეს, 26 ივლისს მიმართეს.
“ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, როგორც ეს ცნობები იყო საჯაროდ გავრცელებული და მეორე – მათ შორის, მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დააკისრა 15 000 ლარის გადახდა.
დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება ამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნებათ ოფიციალური მოთხოვნები აღსრულებიდან და ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ მოცემული გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებით, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”. – თქვა გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტვ პირველის საინფორმაციო განყოფილების დირექტორის, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზია მისი ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ელოდება.
მელაძის თქმით, ამჯერად კალაძის მხრიდან სარჩელის აღსრულების საფუძველი, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერისთვის მომზადებული რეპორტაჟი გახდა, რომელიც კახა კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებას ეხება.
“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.
აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება – “მამულაშვილის ქეისი”.
რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც “წავაგეთ”. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.
რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს”. – წერს ნოდარ მელაძე.