კახა გოგოლაშვილი – ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თემაზე ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება გვქონდეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
– ბატონო კახა, მიმდინარე კვირას ევროპულ საბჭოში და ევროპის საბჭოში შეხვედრები გაიმართა. ვნახეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც საქართველოს თემაზე. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
მანამდე, საუბრის დაწყება მინდა გთხოვოთ იმაზე, ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ რა სურათი გვაქვს ევროპარლამენტში? სავარაუდოდ, როგორი იქნება ევროკავშირის მომავალ სტრუქტურებში ვითარება? ევროპარლამენტში ჩატარებულმა არჩევნებმა რა გვაჩვენა?
– ევროპარლამენტის არჩევნები ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ახლა არის პროცესი, როდესაც ხდება იმაზე მუშაობა ევროპარლამენტში თანამდებობებს ვინ დაიკავებს. პირველი, რაზეც მიდის მსჯელობა, გახლავთ ის, თუ ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას. ამ თანამდებობაზე წამყვანი ქვეყნების მიერ დასახელდა ურსულა ფორ დერ ლაენის კანდიდატურა.
წამყვან ქვეყნებს უნდათ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე შემდეგი 5 წელი მან უხელმძღვანელოს, მაგრამ, მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ევროპარლამენტში კი, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა, დაუჭერენ თუ არა მხარს ურსულა ფორ დერ ლაენის კანდიდატურას.
მას მხარს უჭერს სახალხო პარტია. კოალიცია ევროპარლამენტში უკვე არსებობს სახალხო პარტია და სოციალისტებს შორის, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეყოფა თუ არა ურსულა ფორ დერ ლაენს ხმები რომ იგი იქნას არჩეული. ამ კოალიციიდან ყველა პოლიტიკოსი არაა თანახმა მას დაუჭირონ მხარი. ამის გამო, არაა გამორიცხული გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ეს გაირკვევა ივლისის შუა რიცხვებში.
კოალიცია ევროპარლამენტში უკვე არსებობს სახალხო პარტია და სოციალისტებს შორის, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეყოფა თუ არა ურსულა ფორ დერ ლაენს ხმები რომ იგი იქნას არჩეული. ამ კოალიციიდან ყველა პოლიტიკოსი არაა თანახმა მას დაუჭირონ მხარი. ამის გამო, არაა გამორიცხული გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ეს გაირკვევა ივლისის შუა რიცხვებში
რაც შეეხება ევროკავშირის კომისრებს, მათი ვინაობას მას შემდეგ გაირკვევა, რაც დაამტკიცებენ ევროკომისიის პრეზიდენტს და შემდეგ უყრიან კენჭს ევროკომისრებს. დასახელებულია, ჯოზეფ ბორელის შემცვლელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტად ითვლება და მის თანამდებობას ჰქვია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
ამ თანამდებობაზე განიხილება ს ყოფილი პრეზიდენტის კალასის კანდიდატურა, რომელსაც კარგი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამ თანამდებობაზე ასევე განიხილება სიკოსრკის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურა, ასევე განიხილება კიდევ რამდენიმე კანდიდატურა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი შანსები აქვს კალასს, რომელსაც როგორც გითხარით, ევროსტრუქტურებში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და სიკორსკის, მაგრამ, კომისრების საკითხების განხილვა სექტემბრამდე უნდა მოხდეს.
ამ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ევროპარლამენტის პრეზიდენტს აირჩევენ, რაზეც სამსჯელო, ევროპარლამენტი თუ სწორად მახსოვს 15 ივლისს შეიკრიბება. ამ თანამდებობას მანამდე იტალიელი მეცოლა იკავებდა.
ჯერჯერობით არაა გარკვეული ამ თანამდებობას ვინ დაიკავებს. ალბათ იქნება ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, რადგან როგორც წესი, ევროპარლამენტის პრეზიდენტს 2,5 წლით ირჩევენ სახალხო პარტიის წარმომადგენელს და შემდეგ მას ცვლის ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი.
– ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც იმსჯელეს ზე, ახლო აღმოსავლეთზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, კონკურენტულ ბაზარზე, მიგრაციაზე, საგარეო პოლიტიკაზე და ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე.
ვიცით, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირმა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნა. თუ შეაჯამებთ ევროპულ საბჭოში გამართული ლიდერების შეხვედრას დაგვავალებთ, რადგან მასზე საქართველოზეც იმსჯელეს…
– ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მთავარი იყო ის რომ დაამტკიცეს და მიესალმნენ უკრაინისა და მოლდოვისათვის მოლაპარაკებების პრაქტიკულად გახსნას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებზე ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს შეხვედრები. უკრაინაზე შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო კონფერენციის შემდეგ, უკრაინაზეც იმსჯელეს და იქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა.
– ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საქართველოზე კონკრეტიკა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მათ პრინციპში დაადასტურეს ის, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზას და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, თავი შეიკავოს ძალადობისგან, სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივისტების წარმომადგენლების დევნაზე, ვინც ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებს.
ევროპულ საბჭოში ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საქართველოზე კონკრეტიკა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მათ პრინციპში დაადასტურეს ის, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზას და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, თავი შეიკავოს ძალადობისგან, სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივისტების წარმომადგენლების დევნაზე, ვინც ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებს
აქაც იყო სანქციებზე საუბარი, მაგრამ დასკვნაში ჯერჯერობით არაფერი ყოფილა. თუმცა, ხაზი ესმება იმას და ახსენებენ ხელისუფლებას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რომ ევროკავშირი ჩვენში ჩასატარებელ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება და იმასაც არჩევნების მზადების პროცესში თუ როგორ განვითარდება პროცესები. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან, ევროპელი ლიდერები საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაგან თავს იკავებენ.
ევროპელი ლიდერები საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაგან თავს იკავებენ
– ოპოზიციაში აშკარად გადაჭარბებული იყო მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებდა?
– ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი არ იქნას მიღებული უახლოეს მომავალში. ევროკავშირმა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღოს ნებისმიერ დროს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ეს საკითხები იყო განხილული და ბევრ საკითხებზეც იმსჯელეს. ჯერ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ რამდენიმე მიზეზის გამო.
საქართველოსთან მიმართებაში ერიდებიან ისეთი სანქციების მიღებას, რომელიც დააზარალებს ქვეყანას, თუმცა, ამას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არ სჭირდება. ვიცით, რომ დახმარებები საქართველოსთვის მცირდება, თან მნიშვნელოვნად. საუბარია იმ დახმარებებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს აწვდის, ამაზე გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია.
რამდენადაც ვიცით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არ არის მიღებული სანქციები, რადგან უნგრეთი ბლოკავს იმ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესდეს პერსონალური სანქციები. ფაქტი ისაა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დააკვირდნენ რას იზამს საქართველოს ხელისუფლება
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ამაზეც არაა გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, მინისტრების შეხვედრაზე გაჟღერდა ისიც, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტი, შეეზღუდებათ მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში.
რამდენადაც ვიცით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არ არის მიღებული სანქციები, რადგან უნგრეთი ბლოკავს იმ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესდეს პერსონალური სანქციები. ფაქტი ისაა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დააკვირდნენ რას იზამს საქართველოს ხელისუფლება.
– მოწოდებები ბევრი მიიღო ხელისუფლებამ ამერიკიდან, ევროპიდან, აგერ სულ ახლახან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც მოგვიწოდა გავაუქმოთ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, მაგრამ რასაც ვხედავთ, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების რეაქცია, ამაზეც და იმაზეც რომ მათ ევროკავშირის ქვეყნებში შეეზღუდებათ მიმოსვლა, მაინცადამაინც არ ჩანს, რომ ამის გამო ხელისუფლება წუხს.
პრემიერმა მ თქვა, რომ „ახლა 20-30% გაზრდილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები,“ რაზეც ჯერ კიდევ ევროკომისარმა ბორელმა თქვა – „თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელეს, რასაც აკეთებს, ევროკავშირის კარი დაიკეტება“.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით როგორ შეაფასებდით საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობას?
– განცხადება, რომ გაზრდილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, თუ ვის გაეზარდა შანსები, ვხედავთ – უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოზე საერთოდ არაა საუბარი, პირიქით, საუბარია უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზე.
ახლა, ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტაზე, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ თემაზე ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება გვქონდეს. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ხელისუფლების განცხადებები არის გაგრძელება იმ ცინიკური დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას აქვს ამომრჩეველთან. ხალხთან, ვერ ვიტყვი, რადგან ხალხის დიდი ნაწილი რომ არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მგონია, ეს ხელისუფლებამ იცის.
საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ხელისუფლების განცხადებები არის გაგრძელება იმ ცინიკური დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას აქვს ამომრჩეველთან
მაგრამ, „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ნაწილი უსმენს მხოლოდ და მხოლოდ ამ პარტიის ლიდერებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აქვს სრული კარტ-ბლანში, რომ ილაპარაკონ რაც უნდათ.
წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად შეეკვეცა მიმოსვლა ევროკავშირში, ახლა არის სიტუაცია, რომ ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის შემთხვევაში ევროკავშირს ექნება საქართველოსთან ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებების შეტანის სურვილიც და შესაძლებლობაც, ჩვენ ვისმენთ ხელისუფლებიდან იმას, რასაც ვისმენთ.
ევროკავშირის სტრუქტურების ყველა ინსტიტუტებში მიცემულია ინსტრუქცია, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ჰქონდეთ შეზღუდული კომუნიკაცია. არანაირი ვიზიტი ხელისუფლების წარმომადგენლების ევროპაში, არც ევროკავშირიდან საქართველოში არ განხორციელდება. არც ერთ დონეზე, ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ კატასტროფას.
ევროკავშირის სტრუქტურების ყველა ინსტიტუტებში მიცემულია ინსტრუქცია, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ჰქონდეთ შეზღუდული კომუნიკაცია. არანაირი ვიზიტი ხელისუფლების წარმომადგენლების ევროპაში, არც ევროკავშირიდან საქართველოში არ განხორციელდება. არც ერთ დონეზე, ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ კატასტროფას
მეორე გახლავთ ის, რომ უკვე შეჩერებულია ევროკავშირის უამრავი პროექტი საქართველოში, რომლებიც უნდა დაწყებულიყო. ახლა ამ დახმარების სხვა ქვეყნებზე გადანაწილება მოხდება. ესეც გადაწყვეტილია. ჩვენთვის განკუთვნილი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის გადანაწილება მოხდება სხვა ქვეყნებზე.
მაგრამ, ეს არ მოხდება არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში. ამ მიმართულებით ევროკავშირმა გადაწყვიტა გააძლიეროს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მხარდაჭერის გაგრძელება.
ევროკავშირმა გადაწყვიტა გააძლიეროს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მხარდაჭერის გაგრძელება
ის დახმარება, რასაც აქამდე ევროკავშირის ხელისუფლებას ეხმარებოდა, მისი 90%, სამთავრობო პროექტების განხორციელებაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხმარდებოდა სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურულ, ეკოლოგიურ, ენერგეტიკულ პროექტებს, ასევე მუნიციპალურ პროექტებს, რომლის 30% სწორედ ევროკავშირის დახმარებით ხორციელდებოდა, ქვეყანა მათ ევროკავშირიდან ვეღარ მიიღებს.
ევროკავშირში მოქმედებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტი, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება მის ფარგლებში შეხვედრები იმართება უმაღლეს დონეზე, წელიწადში ან ერთხელ ან ორჯერ იმართება მინისტრების მოადგილეების დონეზე ე.წ. ქვეკომიტეტებზე შეხვედრები ევროკავშირის ასევე მაღალი დონის წარმომადგენლებთან, ეს შეხვედრები აღარ გაიმართება.
– გასაგებია რასაც ბრძანებთ. რადგან ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ მას „ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს“, სავარაუდოდ, რას ეფუძნება და ვისზეა გათვლილი ხელისუფლების ამგვარი რიტორიკა?
– შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რიტორიკა არაფერს არ ეფუძნება. ეს არის წმინდა წყლის მანიპულაცია მოსახლეობის და ამომრჩევლის.
აქ არის ორი ფაქტორი. ერთია ის, რომ ხელისუფლება ხედავს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად ევროსკეპტიკოსია, ისინი კონსერვატიულ შეხედულებებს უფრო იზიარებენ, რაც ახლოა პრორუსულ პოზიციებთან, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მანამდე მხარს „ალტინფოს“ უჭერდა, სავარაუდოდ, ეს ხალხია დღეს ხელისუფლების ამომრჩეველი. ამის გამოა, რომ ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ამ ელექტორატის გული მოიგოს.
ხელისუფლება ხედავს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად ევროსკეპტიკოსია, ისინი კონსერვატიულ შეხედულებებს უფრო იზიარებენ, რაც ახლოა პრორუსულ პოზიციებთან, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მანამდე მხარს „ალტინფოს“ უჭერდა, სავარაუდოდ, ეს ხალხია დღეს ხელისუფლების ამომრჩეველი. ამის გამოა, რომ ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ამ ელექტორატის გული მოიგოს
მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ეკლესიის მრევლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. ვიცით, რომ ევროკავშირის თემაზე აზრი ეკლესიაშიც გაყოფილია, მაგრამ, მრევლი ეკლესიაში ძირითადად ისმენს თავიანთი მოძღვრებიდან ტექსტებს იმაზე, თუ რა ცუდია ევროპა და ასე შემდეგ.
ამ ამომრჩეველსა და ხალხს აქვს კონსერვატიულ ტრადიციული შეხედულებები. ისინი თვლიან, რომ დასავლეთისკენ სვლა, თითქოს ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივი. ხელისუფლების რიტორიკაც ამ ხალხზეა გათვლილი.
ხელისუფლების განცხადებები რომ ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში თავაწეულები და ასე შემდეგ, გათვლილია იმ ამომრჩეველზე, რომელსაც გააჩნია სენტიმენტები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ. ჩვენთან 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
ხელისუფლების განცხადებები რომ ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში თავაწეულები და ასე შემდეგ, გათვლილია იმ ამომრჩეველზე, რომელსაც გააჩნია სენტიმენტები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ. ჩვენთან 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც. მაგრამ, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს. ანუ, არა იმ გზით, როგორც ხელისუფლება ამბობს იდენტობის დაკარგვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
არიან ასევე საჯარო მოხელეების ძალიან დიდი ნაწილი, რომლებისთვისაც ახლა რაც ევროკავშირთან მიმართებაში ხდება, წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია იმის გამო, რომ ბევრი წელი იმუშავეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიახლოებულიყო.
მათთვის წარმოუდგენელია, ვიღაცამ ქვეყანა ევროპისაგან შეატრიალოს და სკენ წაიყვანოს. ჩვენ არ ვიცით ამომრჩევლების ამ კატეგორიას რას ეუბნება ხელისუფლება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს ამ ადამიანების დარწმუნებასაც. არაა გამორიცხული რომ მათ ეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრებია, ახლა ასეა უკეთესი, რადგან მათ ახლა როგორმე უნდა გაიმარჯვონ არჩევნებში, გაიმყარონ პოზიციები და შემდეგ გააგრძელებენ ევროპისკენ გზას უფრო დიდი ნაბიჯებით, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ.
სინამდვილეში საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე. კალკულაციაა გაკეთებული ძალიან სკრუპულოზური. ამ გათვლებით ხელისუფლებას დადგენილი აქვს რომ უნდა შეინარჩუნონ საჯარო მოხელეები, რომ მათი დასაქმება და ხელფასები დამოკიდებულია იმაზე, „ოცნება“ შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას.
სინამდვილეში საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე. კალკულაციაა გაკეთებული ძალიან სკრუპულოზური. ამ გათვლებით ხელისუფლებას დადგენილი აქვს რომ უნდა შეინარჩუნონ საჯარო მოხელეები, რომ მათი დასაქმება და ხელფასები დამოკიდებულია იმაზე, „ოცნება“ შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას
მეორენი არიან კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები და რომლებსაც ევროპა სძულთ, რადგან ევროპაზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ამ ადამიანების წარმოდგენებში ცვლილებები არ მოხდეს. მეტიც ხალხმა რომ არ იცოდეს რეალურად რა წარმოადგენს ევროკავშირი და რას ითხოვს იგი ჩვენგან.
სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. „ქართული ოცნებისთვის“ და ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი არაა საქართველო ევროპული გზით წავა თუ სხვაგან.
ხელისუფლება ამის ფონზე ავლენს ბალანსირების პოლიტიკის წარმოებას დასავლეთსა და ჩინეთს, რუსეთსა და სხვა აქტორებს შორის. ეს კი შესაძლებელია -საგან და ევროპისგან დისტანცირების შემთხვევაში. მათი აზრით, ისინი არ გამორიცხავენ აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობას, მაგრამ ისე, რომ მათ საქართველოში არანაირი გავლენა არ ჰქონდეთ.
ხელისუფლებას მოქმედების სხვა სცენარიც აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდა. ასეთ შემთხვევაში იტყვიან, ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა გვინდოდა გადაგვერჩინა ომისგან, უფრო სწორად რუსული აგრესიისაგან. ანუ, ჩვენ ვალდებულიც კი ვიყავით მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად გვეთამაშა ევროსკეპტიკური თამაშები.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ამ ადამიანების წარმოდგენებში ცვლილებები არ მოხდეს. მეტიც ხალხმა რომ არ იცოდეს რეალურად რა წარმოადგენს ევროკავშირი და რას ითხოვს იგი ჩვენგან
რეალურად, მთავარი ისაა, რაც გამოჩნდა, პრინციპში „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ღირებულებითი ხედვები, პროცესები ხელისუფლების სცენარით რომ განვითარდეს, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპისკენ კარგად მაინც ვერ წაიყვანს. ეს ასეა, რადგან ხელისუფლებას თავად არ აქვს გაკეთებული მკაფიო ღირებულებითა არჩევანი ევროპისა და ატლანტიკური სივრცის სასარგებლოდ.
ხელისუფლება რომ შეეცადოს ამ გზაზე ქვეყანა ატაროს, იგი ამას არასწორად და სუსტად გააკეთებს. ნაბიჯები არ იქნება არც გაბედული, არც მყარი და არც ქვეყნისთვის სასარგებლო.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ