კახა გოგოლაშვილი – საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი შეეცდებიან დიალოგის წარმართვას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან – მათი მიზანია, რეპრესიები, დემოკრატიის უკუსვლა შეჩერდეს

სახეზეა, რომ საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი შეეცდებიან დიალოგის წარმართვას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან – მათი მიზანია, რომ რეპრესიები და დემოკრატიის ასეთი უკუსვლა შეჩერდეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა ბრიუსელში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, არ დაუწესონ მყისიერად სანქციები უმაღლეს პოლიტიკურ პირებს, მაგრამ აუცილებლად დაუწესებენ, იმ სამართალდამცავებს და მოსამართლეებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, რომლებიც დღეს ევროკავშირში პოლიტიკურად უძლიერესი ქვეყნები არიან, თვითონ ცდილობენ კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც უკვე ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილების გარეშე, თავისუფლად ცალმხრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სახეზეა, რომ ისინი შეეცდებიან დიალოგის წარმართვას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან. მათი მიზანია, რომ რეპრესიები და დემოკრატიის ასეთი უკუსვლა შეჩერდეს. მეორე, კრიზისის განმუხტვისთვის ხელახალი ს ჩატარება, რომელზედაც ასევე ექნებათ კონსულტაციები. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოსაზრებების გამო, შეიძლება, არ დაუწესონ მათ ასე მყისიერად სანქციები უმაღლეს პოლიტიკურ პირებს, მაგრამ აუცილებლად დაუწესებენ, სამართალდამცავებს და მოსამართლეებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, გამოიღებს თუ არა ეს შუალედური გადაწყვეტილებები შედეგს, გოგოლაშვილმა უპასუხა, რომ მოვა მომენტი, როდესაც ისინი უკვე გადავლენ უფრო მკვეთრ და ხისტ გადაწყვეტილებებზე.
კერძოდ, გოგოლაშვილის თქმით, ვიზების დაწესების შემთხვევაში ისინი ძალიან მარტივად შეუზღუდავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ისეთ მოქალაქეებს, რომლები შემჩნეული იქნებიან დემოკრატიის უკუსვლის ხელშეწყობაში.
„უვიზო რეჟიმის გაუქმება წარმოდგენილია, როგორც ხალხის დასჯა. უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში მათ ვიზაფასილკიტაციის რეჟიმის დატოვება შეუძლიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ 3 თვიანი, 6 თვიანი და 1 წლიანი ვიზები შეუძლიათ მოქალაქეებზე მარტივად გასცენ. შეიძლება, ფასიც არ დააწესონ, იგივე საბუთები დასჭირდეთ, მაგრამ საელჩოში მივიდნენ. გარკვეული უხერხულობა შეიქმნება, მაგრამ ინსტურუმენტალურად ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ მათ სანქციები გაავრცელონ“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.