კახა გოგოლაშვილი ოპერაცია „ობობას ქსელზე“ – პრეზიდენტ ტრამპის ცნობილი ფრაზაა, რომ „უკრაინას არ აქვს კარტები“, თუმცა გამოჩნდა, რომ უკრაინას აქვს „კარტები“ და ის არის არა ჩამოშლილი, არამედ შემტევი სახელმწიფო

ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ომი ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ მ მეტი ზეწოლა მოახდინა რუსეთზე და დასავლეთმა მეტი დახმარება გაუწია მას, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ რას აჩვენებს უკრაინის მიერ ს ტერიტორიაზე ჩატარებული მასშტაბური ოპერაცია „ობობას ქსელი“, გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ოპერაციამ აჩვენა უკრაინის უპირატესობა, რომ ის არის შემტევი სახელმწიფო, რომელიც კონტრიერიშებით პასუხობს რუსეთს.
„უკრაინის მიერ ჩატარებულ ოპერაციას ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი. ჩვენ ხშირად გვესმის განცხადებები, რომ „უკრაინა მარცხდება“, ახლა კი მოსაზრება, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, ეჭვქვეშ დადგა. ცნობილი ფრაზა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ახსენა, რომ „უკრაინას არ აქვს კარტები“ და „რუსეთს აქვს აბსოლუტური უპირატესობა“, ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დადგა. გამოჩნდა ის, რომ უკრაინას აქვს კარტები და ის არ არის ჩამოშლილი სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს თავს. ის არის შემტევი სახელმწიფო, რომელიც კონტრიერიშებით უპასუხებს რუსეთს. თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის რიტორიკა აბსოლუტურად სხვანაირი იყო, ახლა ის საგრძნობლად შერბილდა“, -განაცხადა მან.
მისივე აზრით, ოპერაციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც რუსეთის ხელისუფლებაზე, ისე მის მოსახლეობაზე, რადგან მომხდარი მათ მოტივაციას დააზიანებს.
„ეს ოპერაცია მზადდებოდა წლინახევრის განმავლობაში. ეს მიუთითებს, რომ უკრაინის აქვს გრძელვადიანი გეგმები და სჯერა, რომ ის ომს არ წააგებს. უკრაინა მზად არის გრძელვადიანი ომისთვის და რუსეთმა ეს დაინახა. ეს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურადაც და რუსეთის საზოგადოების მოტივაციას მნიშვნელოვნად დააზიანებს. უკრაინის ოპერაციის შემდეგ რუსეთს ახლა ძალიან დიდი მობილიზება უწევს. ისინი ამოწმებენ ყველა სატვირთოს, საჭირო გახდა ძალების მობილიზებაც. მათ უწევთ ინფრასტრუქტურის გაათმაგებული რესურსით დაცვა, რასაც უზარმაზარი ფინანსური და ადამიანი რესურსი სჭირდება. ჩვენ კარგად ვიცით, როგორი სახელმწიფოა რუსეთი. მათზე მოქმედებს მხოლოდ თავში ჩარტყმა და დამცირება, რომელზეც პასუხი მას არ აქვს. ახლა უკრაინელებს აღარ ეშინიათ, ისინი მიეჩვივნენ ომის მდგომარეობაში ყოფნას. ამაზე მეტს რუსეთი ვერაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინის და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება -ის პრეზიდენტი, გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც უმაღლეს დონეზე ლიდერების შეხვედრა ხდება, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და რეალური მოლაპარაკებები უკვე გამართულია.
„მოლაპარაკებების დროს თითოეული მხარე ცდილობს მაქსიმუმი მიიღოს. რუსეთის მოთხოვნები ძალიან გაბერილია. შემდეგ ისინი უნდა წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე. უკრაინამ სულ უნდა ამტკიცოს, რომ ის არის ძლიერი ძალა. ამას სჭირდება მოკავშირეების დახმარებაც. უნდა შეიცვალოს ამერიკის პოზიციაც და იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ძნელია წინასწარმეტყველება, თუმცა დინამიკა ასეთი – უკრაინა აძლიერებს თავის პოზიციებს. როდესაც უმაღლეს დონეზე ლიდერების შეხვედრა ხდება, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და რეალური მოლაპარაკებები უკვე გამართულია. თუ გავიგებთ, რომ ლიდერების შეხვედრა იგეგმება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ახლოსაა. თუ იტყვიან, რომ ტრამპიც ჩავა მოლაპარაკებებზე, ეს ნიშნავს, რომ უკვე შეთანხმდნენ და ლიდერებს საკუთარი წარმატების ხაზგასასმელად პირისპირ შეხვედრა გამართავენ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და მასში კონსერვატორი კანდიდატის, კაროლ ნავროცკის გამარჯვებას, გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესებში საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, ახალი პრეზიდენტი კონსერვატორი და ტრამპის მხარდამჭერია, თუმცა ანტირუსული განწყობები აქვს.
„პოლონეთში პრეზიდენტს არ აქვს გადამწყვეტი როლი პოლიტიკურ პროცესებში, ამას აკეთებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პრეზიდენტმა მოიგო და ეს აჩვენებს საზოგადოების განწყობას. რაც მთავარია, ის მზად არის გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. მე ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ეს არ არის პრორუსული ძალა, ისინი კონსერვატორები არიან“, – განაცხადა მან.