კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს

დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი ერთი თვის წინ, ზუსტად ისე მიიწერა წერილი, სადაც გამოხატული იქნა გადატვირთვის ისეთივე მოთხოვნა და ისეთივე მზადყოფნა. ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი სამიტზე მიიწვიეს, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ქართული მხარის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობის თაობაზე განაცხადა.
გოგოლაშვილის თქმით, ევროპელები, ამერიკელებისგან განსხვავებით, პოლიტიკურად უფრო მოქნილები არიან და მოლაპარაკებებზე უარს არასდროს ამბობენ.
„რა თქმა უნდა, ზუსტი ინფორმაცია არ შეიძლება მქონდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი ერთი თვის წინ, ზუსტად ისე მიიწერა წერილი, არა ერთი ალბათ, მათ შორის, მაკრონთან და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან იქნა წერილები მიწერილი და გამოხატული გადატვირთვის ისეთივე მოთხოვნა და ისეთივე მზადყოფნა (როგორც ამერიკის შემთხვევაში).
ევროპელები, ამერიკელებისგან განსხვავებით, ცოტა მეტად მოქნილი ხალხია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ისინი უარს არასდროს ამბობენ, ჩვენ ამის ნახვა საერთაშორისო პოლიტიკის ყველა მიმართულებით შეგვიძლია, მაგალითად ამერიკელების ურთიერთობა ირანთან და ევროპელების ურთიერთობა ირანთან ან ნებისმიერ სხვა ასეთ აქტორთან, თუ გნებავთ, იგივე რუსეთთან და ა.შ.
რა თქმა უნდა, ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ამ სამიტზე ზუსტად მაგისთვის მიიწვიეს“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, შექმნილი ვითარებიდან და საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან რა ვარაუდის გამოტანა შეიძლება, გოგოლაშვილმა უპასუხა, რომ საჯარო განცხადებები მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და მ გააკეთეს, რაც მისთვის სანდო არ არის.
ექსპერტის განმარტებით, არსებობს ვარაუდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, სტატუს-კვოს სანაცვლოდ, ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და პატიმრების საკითხი დათმოს, ევროპელები კი კომპრომისებისთვის ყოველთვის მზად არიან.
„არაფერი არ შეგვიძლია საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მარტო საჯარო განცხადებები, რომელიც გააკეთა კობახიძემ და გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. მათ მიერ გაკეთებულ არცერთ განცხადებას არ ვენდობი.
თუ ჩვენ მივიღებთ ამ ვერსიას, რომ წერილი იყო გაგზავნილი და თხოვნა, რომ შეგვხვდით და ჩვენ რაღაც გვაქვს სათქმელი, ესე იგი, აქვთ რაღაც, რასაც დათმობენ. ეს არის ტაქტიკა – იმდენად შეტოპეს, დაიჭირეს ხალხი, მიიღეს კანონები, ზოგი აბსოლუტურად აბსურდული, აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული. „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება თქვას, რომ ყველაფერს დათმობენ, თუ სტატუს-კვოს დაუბრუნებენ. მას არ სჭირდება არც ის კანონები და არც პატიმრები იმიტომ, რომ არ არის სიცოცხლისუნარიანი არც კანონების საკითხი და მითუმეტეს პატიმრების საკითხი უქმნით ისეთ არასტაბილურ მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება „ააფეთქოს“ მთელი საქართველო. ამიტომ, ურჩევნიათ, რომ ეს დათმონ ისე, რომ ამაში რაღაც მიიღონ.
რაც შეეხება ახალი ს ჩატარებას, შესაძლოა, უთხრან კიდევაც, რომ არჩევნებს ჩაატარებენ, მაგრამ არა ახლა. ესეც შეიძლება დათმონ, მაგრამ რაღაც მონაკვეთი. მათთვის ახლა მთავარია, რომ სტატუს-კვო რაღაცნაირად აღდგეს ისე, რომ ცნონ ამათი ძალაუფლება და გააგრძელონ მათთან პოლიტიკური ურთიერთობა მინიმალურ რეჟიმში მაინც.
ევროპელები ყოველთვის მზად არიან, რომ ეძებონ კომპრომისები და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ჩაიყვანეს კობახიძეც და ქართული დელეგაციაც“, – აღნიშნა გოგოლაშვილმა.