კაცს, რომელიც სისტემატიურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს, უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატიურად აუპატიურებდა – ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, კაცი 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)