კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა – დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

ერთა ლიგის A4 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა.
ესპანეთმა, რომელიც მე-20 წუთზე ლე ნორმანის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე შვეიცარიას 4:1 მოუგო. დანიამ კი საკუთარ მოედანზე სერბეთს 2:0 სძლია.
ჯგუფში 6 ქულით ლიდერი დანიაა, მეორე ადგილზე 4 ქულით ესპანეთია, მესამეზე 1 ქულით სერბეთი, მეოთხეზე კი უქულო შვეიცარიაა.
12 ოქტომბერს სერბეთი შვეიცარიას, ხოლო ესპანეთი დანიას უმასპინძლებს.
შვეიცარია – ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 ხოსელუ (4), 0:2 ფაბიან რუისი (13), 1:2 ამდუნი (41), 1:3 ფაბიან რუისი (77), 1:4 ფერან
ტორესი (80)
გაძევება: ლე ნორმანი (20, ესპანეთი)
– სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 გრენბეკი (36), 2:0 პოულსენი (61)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში