“კაცმა რომ თავში ლურსმანი ჩაირჭო, პარიკმახერს სამართებელი უნდა გავუფუჭოო, ჩვენი საქმეც ეგრეა” – მაია ბუწაშვილი

სულ ვფიქრობ, რაღა გამაკვირვებს-მეთქი და მაინც მხვდება ხოლმე გასაოცარი რაღაცეები: ფეისბუქზე გადავაწყდი ვიღაც ქოცის კმაყოფილ სტატუსს, რომ საქართველოში დაიხურა პროგრამები (USAID და სხვა დონორების) და ქვემოთ უამრავი გახარებული კომენტარებია. ხალხი აღფრთოვანებულია ამ ფაქტით და გამარჯვების ყიჟინა აქვთ ატეხილი. მართლა საოცარია, რა უხარიათ, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სერვისების შეჩერება, მათ შორის შშმ პირების; სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციის და კონტროლის პროექტების შეჩერება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რა ვიცი, რომელი ერთი დავასახელო, რაც USAID თუ CDC აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში. მე ჯანდაცვაზე ვლაპარაკობ, თორემ უამრავი პროექტია სხვა სფეროებშიც. ამ პროექტების შეჩერება, როგორც გახსოვთ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო დაიწყო და ახლა ტრამპის ზოგადი გადაწყვეტილებაც დაემატა. ერთი ძველი ანეგდოტის არ იყოს, კაცმა რომ თავში ლურსმანი ჩაირჭო, პარიკმახერს სამართებელი უნდა გავუფუჭოო, ჩვენი საქმეც ეგრეა. ჩვენი თანამოქალაქეების ჯანრთელობისთვის საჭირო პროექტების გაჩერება რომ უხარიათ ზოგიერთებს, რადგან ევროპა და ამერიკა “ჩვენი მტრები არიან”. დაელოდეთ დან დაფინანსებულ პროექტებს. თავაინთი თავისთვის ვერ მოუვლიათ, აფრიკის ქვეყნებს უსწრებენ უკვე ზოგიერთი ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა