“კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში, ან ისე პრივატულად გამწარებულზე” – ზარქუა ოდიშარიაზე

“კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში, ან ისე პრივატულად გამწარებულზე”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, ს მიერ ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ზარქუამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
„ქალბატონი ხატია იყო და მეორე ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში. დაგმეს და შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ. კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე”, – ამბობს ზარქუა

ასევე დაგაინტერესებთ