“კაცი, რომლის გამარჯვებებისთვის ღამეებს ვათენებდი, უცებ გაქრა” – ლაშა ფარულავა

მერაბ დვალიშვილის ვიდეო ვნახე და ნეტავ არ მენახა… როდესაც რეზო კიკნაძეზე, სინდისის პატიმარზე ჰკითხეს, მისი პასუხი ძალიან დამთრგუნველი იყო. კაცი, რომლის გამარჯვებებისთვის ღამეებს ვათენებდი, უცებ გაქრა. ვერ თქვა ერთი მარტივი, კაცური სიტყვა.
მეტი არც იყო საჭირო. მერაბმა პატიოსანი შრომით მიაღწია დიდ წარმატებას, ამიტომაც განსაკუთრებით მტკივა, როცა უსამართლოდ დაჭერილ ახალგაზრდა პატრიოტებზე ხმას ვერ იღებს. მან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ტრამპს ხელი ჩამოართვა, ფოტო გადაიღო და სწორადაც, რადგან იცის, რომ სპორტს დღეს პოლიტიკური წონა აქვს. იცის, მაგრამ როცა საქმე საკუთარ ხალხს ეხება, ჩუმად არის. და სწორედ ეს ჩუმად ყოფნაა გულდასაწყვეტი. ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს, მერაბ. შენს წარმატებას გულწრფელად ვაფასებ. მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნისთვის ერთი რიგითი მებრძოლი ადამიანისათვის, ერთ სიტყვა სოლიდარობას მეტი ფასი აქვს, ვიდრე ყველა ქამარს ერთად. #თავისუფლებასინდისისპატიმრებს
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს
#საქართველოივანიშვილისგარეშე