კაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში მოხდა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაღუპული კაცი ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
