კაშ პატელი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად დამტკიცდა

სენატმა 51 ხმით 49-ის წინააღმდეგ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად კაშ პატელი დაამტკიცა. დონალდ ტრამპის კრიტიკოსები ადმინისტრაციას ბიუროს დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თეთრ სახლს მისი დონალდ ტრამპის პრიორიტეტების სამსახურში ჩაყენება სურს.
ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა – სიუზან კოლინსმა და ლისა მარკოვსკიმ დემოკრატების მსგავსად, პატელის დამტკიცების წინააღმდეგ მისცა ხმა. თუმცა რესპუბლიკელთა დანარჩენმა უმრავლესობამ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და ის მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც დაამტკიცეს. ისინი მას სასარგებლო ცვლილებების მომტან კანდიდატად მიიჩნევენ.
“გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) წლების განმავლობაში ამერიკელი ხალხის ნდობა დაკარგა. ამის დიდი ნაწილი ისაა, რომ პოლიტიკამ FBI-ს მნიშვნელოვანი მუშაობის შესახებ აღქმა შებღალა”, – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა თუნმა კენჭისყრის წინ.
“ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა სამართალდამცავი უწყება ერთად მუშაობდეს და ფოკუსირებული იყოს ჩვენი ქვეყნის რეალურ საფრთხეებზე… ველი ბატონ პატელთან მუშაობას, რათა გამოძიების ფედერალური ბიუროს ღირსება აღვადგინოთ და ის თავის კრიტიკულ მისიაზე ფოკუსირდეს”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)