ეკონომიკის სამინისტროს მიერ განსაზღვრულია ელექტროენერგიის წყაროების გარემოსდაცვითი და სოციალური უპირატესობები და ნაკლოვანებები.
ჰიდროელექტროსადგურების უპირატესობები:
– განახლებადი ენერგიის უხვი რესურსი საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილში შემდგომი განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების გზით
– სათბურის აირების ნულოვანი ემისიები: მასშტაბების გაზრდა ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც 2030 წლისთვის ინერციულ სცენართან შედარებით სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს, და ელექტროენერგიის სეზონური ექსპორტის ზრდას
– წყალსაცავიანმა დიდმა ჰესებმა შეიძლება ხარჯეფექტიანად ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას ზამთრის პერიოდში და შეამცირონ ელექტროენერგიის იმპორტისა და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებით ელექტროენერგიის გამომუშავების საჭიროება
– წყალსაცავიანმა დიდმა ჰესებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ქარისა და მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეების
ზრდას ენერგოსისტემის მართვის მოქნილობისნ უზრუნველყოფით, რაც მას ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გენერაციის წყვეტილი ხასიათის დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს
– შესაძლებელია წყალსაცავების მართვა ქვედა დინებაში ყოველწლიური და უფრო იშვიათი წყალდიდობების
შესამცირებლად
-ჰიდრომააკუმულირებელ ჰესებს შეუძლიათ გაზარდონ ქსელის საიმედოობა და გაზარდონ მზისა და ქარის
ელექტროსადგურების სიმძლავრეები
– ჰესებს ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი აქვთ (50-იდან 60 წლამდე)
– სხვა ტექნოლოგიების ანალოგიური ხარჯები (ტექნიკური მომსახურება და პერსონალი)
ჰიდროელექტროსადგურების ნაკლოვანებები:
– კაშხლები აფერხებენ თევზების მიგრაციას და ზემოქმედებას ახდენენ მდინარეების კალაპოტებში არსებული წყლის ჰაბიტატების ხარისხზე. ეს ყველა შემთხვევაში უარყოფით ზემოქმედებას ახდენს წყლის ბიომრავალფეროვნებაზე
– მოდინებაზე მომუშავე ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება დამოკიდებულია წყლის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც სეზონურად და წლიდან წლამდე იცვლება. წყლის რაოდენობა ყველაზე მცირეა
ზამთარში, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია.
– მოდინებაზე მომუშავე ჰესები, რომლებიც საჭიროებენ კაშხლიდან ჰიდროელექტროსადგურამდე გარკვეულ
მანძილზე წყლის ნაკადის გადაგდებას, მდინარის ამ მონაკვეთზე კაშხლიდან ჰიდროელექტროსადგურამდე
მდინარის ხარჯს ამცირებენ. ამან, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ წყლისა და მდინარისპირა
ბიომრავალფეროვნებაზე და სხვა მიზნებისთვის, მაგ., სარწყავად, წყლის ხელმისაწვდომობაზე.
– წყალსაცავიანი ჰესები მდინარეებს გარდაქმნიან ტბებად, რომლებმაც შეიძლება დიდი ტერიტორიები, მათ შორის ტყეები და სხვადასხვა მიზნით გამოყენებული ტერიტორიები დატბორონ.
– მიწების წყალსაცავებად გარდაქმნამ, შესაძლოა, ადამიანების ეკონომიკური ან ფიზიკური ადგილმონაცვლეობა გამოიწვიოს (ანუ, ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ შემოსავლის წყარო და მოუწიოთ გადასახლება) და უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ბიომრავალფეროვნებაზე. მოდინებაზე მომუშავე ჰესების შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის რისკი ნაკლებია.
– კაშხლის დანგრევამ, შესაძლოა, კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვიოს.
– ჰესები ხშირად ისეთი გეოლოგიური საფრთხეების ქვეშ მყოფ მთიან რელიეფზე მდებარეობენ, როგორიცაა,
მაგალითად მეწყრები.
– ჰესები, განსაკუთრებით დიდი ჰესები, ხშირ შემთხვევაში სასოფლო ტერიტორიებზე მდებარეობენ, საჭიროებენ
ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს, რომლებიც, შესაძლოა, დიდი მანძილებზე იყვნენ გადაჭიმული და მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდნენ.
– მდინარის ერთ აუზში მდებარე რამდენიმე ჰესმა, შესაძლოა, წყლის ბიომრავალფეროვნებაზე კუმულაციური ზემოქმედება მოახდინოს.
– 1 მეგავატზე გაანგარიშებით მცირე ჰიდროელექტროსადგურს უფრო მაღალი კაპიტალური ხარჯები აქვს, ვიდრე დიდ ჰიდროელექტროსადგურს, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე მცირე ჰესის აშენება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მათი ჯამური სიმძლავრის 3 ტოლი სიმძლავრის მქონე ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება.