თურქეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:
“სანაკრებო შეკრებაზე დროში სულ შეზღუდული ვართ. სამშაბათს ძალიან დატვირთული ვარჯიში იყო, ბევრი ტაქტიკური ნიუანსით. ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და ეს ფეხბურთელებს აუცილებლად დაგვეხმარება. თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. ახლა შეცომებზე ვისწავლით და მეტი შემართებით ვიქნებით, თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.
სამწუხაროა, ორი ასეთი მნიშვნელივანი ფეხბურთელი რომ დაგვაკლდა. ისინი დიდი ძალა არიან, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილნი, მათი არყოფნა არ დაგვეტყობა. კიტეიშვილითა და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდი ვართ. როგორც ვთქვი, კარგად მოვემზადეთ და იმედია, დანაკლისი შედეგზე უარყოფითად არ აისახება. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან რთული ჯგუფი რელურად უნდა შევაფასოთ. ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა, მასთან 7 თუ 8 შეხვედრა ჩავატარე. ესპანელებთან ქულების აღება რთულია.
მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში თუ გვინდა, თურქებს და ბულგარდლებს უნდა მოვუგოთ. მნიშვნელოვანია როგორ დავიწყებთ, თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა, თამაშის მერე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მეტი გვეცოდინება. სამაგალითო გულშემატკივრები გვყავს, გამსაკუთრებით “ქომაგები”. გაგვამხნევონ და ჩვენ ვეცდებით, საუკეთესო თამაში ჩავატაროთ და ისინი გავახაროთ”.
· სულ ეს არის ამის ბაგაჟი ისინი დიდი ძალა არიან, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილნი, მათი არყოფნა არ დაგვეტყობა. კიტეიშვილითა და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდი ვართ. ლოგიკას პოულობთ ვინმე?
· LL რაის თურქეთის შემტევების გამჩერებელი ხარ, შენელებული კადრივით მოძრაობ უკვე, ნაკრების დატოვების დროა, გურამ, სხვა ბიჭებსაც მიეცი შანსი
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
სტრელეცის ზუსტი გასროლები – კაშიას “სლოვანი” ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ქართველები ევროტურნირებზე – “სლოვანის” მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს – “სლოვანს” 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კაშიას “სლოვანმა” “ზრინსკის” დამაჯერებლად სძლია
[VIDEO] კაშიას “სლოვანი” ზარიას და გადრანის “კაირატთან” პენალტების სერიაში დამარცხდა




