კატრინ კოლონა – ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეები გათავისუფლებულ მძევალთა შორის იქნებიან

ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეები გათავისუფლებულ მძევალთა შორის იქნებიან, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა იმედს გამოთქვამს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ მძევლებს შორის საფრანგეთის მოქალაქეებიც იქნებიან.
„ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეები მათ შორის არიან და თუ ეს შესაძლებელია, გათავისუფლებული მძევლების პირველ ჯგუფშიც. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.
საფრანგეთი, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, დაკარგულად 8 ადამიანს თვლის, რომელთაგან რამდენიმე „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფება.