კატო კალატოზიშვილი: ციხეში კაცი მოკლეს წამებით!!! და ამ დროს, პროპაგანდა თეატრში დე სადის ციტირებისთვის, ცდილობს უდანაშაულო ადამიანების გაშავებას

“ციხეში კაცი მოკლეს წამებით!!!
კაცი მოკლეს!!! წამებით!!!
და ამ დროს, პროპაგანდა თეატრში დე სადის ციტირებისთვის, ცდილობს უდანაშაულო ადამიანების გაშავებას და ამ სისასტიკის გადაფარვას ფანატიკოსების ისტერიკით!
ან რა გაცინებთ? ან რა გიხარიათ?
ან თქვენში აღშფოთებას რა იწვევს?
ჩემს მეგობრებს ადამიანი წამებით არ მოუკლავთ! საუკუნეების წინ დაწერილი კლასიკური ტექსტი სცენაზე გააცოცხლეს და ეს უფრო გაშფოთებთ და ქართველბას გართმევთ ვიდრე ის რომ კაცი მოკლეს ციხეში წამებით????!!!!
მეშინია ამ საზოგადოებაში ცხოვრება.
უკვე დავრწმუნდი, მე რომ ხვალ ნებისმიერი სისაძაგლე შემითითხნონ, პირველ რიგში “უახლოესი ახლობლები” მესვრით ტალახს და ზემოდან დაამატებთ: ღირსია, ციხეშია გასაშვებიო.
ისე როგორც ანდრო ჭიჭინაძეზე არ შეგირცხვათ ნამუსი და ათასი სიბინძურე დაიჯერეთ და ჭორაობა-ჭორაობაში გაუვრცელეთ, თქვენივე ტყუილების გასამყარებლად!!!
ანდროს არ მივატოვებთ!
არასდროს არ გავჩუმდებით!
უსამართლობას არ შევეგუებით!
ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მაგრამ იმ წამებით მოკლულ კაცს ვეღარავინ გააცოცხლებს!” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი კატო კალატოზიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)