23 წლის ქართველმა მეცო-სოპრანომ კატო ბუაჩიძემ პლასიდო დომინგოს კონკურსში “ოპერალია” ნამდვილი ფურორი მოახდინა – პირველი პრემია და კიდევ ორი პრიზი The Pepita Embil Prize of Zarzuela და
Rolex Prize of the Audience დაიმსახურა.
პლასიდო დომინგოს მიერ დაარსებული საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსი “ოპერალია” ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა. კატო პირველი ქართველი მომღერალია, რომელმაც “ოპერალიაზე” პირველი ადგილი აიღო, თანაც 23 წლის ასაკში.




