კატო ბენდელიანი გარემოს დაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მძიმე არასდროს ყოფილა წერტილი, წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე! წერტილი დაუსვა ჩემს მუშაობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რიგით მე-12 მინისტრმა, სადაც 2007 წლიდან ვმუშაობ. მიზეზი უცნობია, ასე ერთი ხელის მოსმით ყოფილა შესაძლებელი გაათავისუფლო საჯარო მოხელე, რომლის სახელსაც არაერთი პროექტი უკავშირდება.საკუთარ თავზე საუბარი ურთულესია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ეს მდგომარეობა გულს გვიკლავს უძლურ ჭირისუფალს! ბრძოლა კი ერთადერთი გამოსავალია!“

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა