კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

„კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით. არ იყო იმ მოწამვლა, ვერავინ დაგვიდასტურებს ამას, ვერც მათი მოწვეული ექსპერტები ადასტურებენ, ჩვენი გერმანული სკოლაც ამას უარყოფს. პოლიტიკურ თამაშებში ჩვენ არ ჩავერთვებით.”- განაცხადა კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ 25 თებერვალს, ტვ “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას.
ჩვენ მოწამვლისთვის არ ჩაგვიტარებია მკურნალობა. თვითგანკურნებები არ ხდება მაგ დროს. აბსოლუტურად სხვა კლინიკური, ვიზუალური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოვლინებებია, როდესაც არის მოწამვლა ამა თუ იმ ნივთიერებით. ამ შემთხვევაში ამას ადგილი ჩვენთან არ ჰქონია“, – განაცხადა ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი