კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით – „წყალი მარგებელი“
საქართველოში სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია “წყალი მარგებელი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანია ემიჯნება საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში აქციებზე განხორციელებულ ძალადობას.
“სს “წყალი მარგებელი” უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით. დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით.
ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის!
მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
