კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას – ამერიკელი სენატორები

კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას – თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, წევრი, სენატორი, როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ.
მათი განცხადებით, ქართული ოცნების“ ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე სრული ღალატია ქართველი ხალხის აბსოლუტური სურვილის, ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტებს მიიღოს.
„ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ არასაიმედო რეჟიმის ქცევა, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას – თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს სოლიდარობას და მოქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.