,,ნაცმოძრაობის” წევრი, მეგი გოცირიძე პაატა ბურჭულაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
,,პაატა ბურჭულაძეზე მაინც როგორ გიბრუნდებათ ენა, 72 წლის მსოფლიო ბანზე, რომელიც მსოფლიოს ათობით ქალაქის საპატიო მოქალაქეა, 200-მდე ჯილდოს მფლობელზე , რომელიც 300 დღე რუსთაველზე იდგა, ნახევარ მილიონამდე ჯარიმა აქვს გამოწერილი და იცით თუ არა, რომ მისი საპენსიო ბარათი რამდენიმე თვეა დაბლოკილია, რუსთაველის პრემიაც უკვე ოთხი თვეა დაუბლოკლა მილიარდერმა მათხოვარმა და ამ ფორმით იღებს მისგან ჯარიმებს სამშობლოს მსახურებისთვის და 9 წლით ციხეში უშვებს, სრულ იზოლაციაში მოაქცია, გესმით?! გულის ნაცვლად ქვა გიდევთ?! რა პროცესი დააზიანა ხალხო , სულ გააფრინეთ?!
კატების მოყვარულთა მარშებს რომ აწყობთ, პაატა ბურჭულაძეს განა არ ეკუთვის ჩვენგან ერთი დიდი გამოსვლა მხარდასაჭერი და გამამხნევებელი?! ერთი წამით წარმოიდგინეთ მის ადგილას თავი და გულწრფელად მიპასუხეთ, რომ ჯერ იმას ემოციურად თუ გაუძლებდით, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, მერე იმას, რაც მას შემდეგ ხდება , ამას უყურებდეთ ღია ეთერში , ხედავდეთ რომ იმ 4 ოქტომბერს ათობით ადამიანის თავისუფლება შეეწირა , მვიდობიანად რუსული რეჟიმის დამხობის ნაცვლად, თავად დაემხო დედამიწის ღერძი, მას და დანარჩენ ორგანიზატორებს,
თავზე, ამას ბევრი გაუძლებდით?“
