კატასტროფა – ბათუმის “დინამო” სახლში “დეჩიჩთან” 0:2 დამარცხდა… [VIDEO]

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ს „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გომისმა გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში აჭარული გუნდის იერიშები გაგრძელდა, ვიქტორის თავური მიზანს ასცდა, სტუმრებმა კი პირველივე შანსები გამოიყენეს – ჯერ შეცვლაზე შესულმა კამაიმ თავით დალაშქრა სილვას კარი, შემდეგ კი სტრიკოვიჩმა. კომპენსირებულ დროში ტამბედუს დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიჩმა მოიგერია და ბათუმის “დინამომ” მრცხი განიცადა.
საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.
დინამო (ბთ) – დეჩიჩი 0:2
გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 სტრიკოვიჩი (67)
დინმო (ბთ): რ. სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), , ხარაბაძე, ვ. სილვა, სანტოსი, ვიქტორი, მამუჩაშვილი, გომისი, ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76)