კატარმა საჰაერო სივრცე დახურა

კატარმა საჰაერო სივრცე დახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს და მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
მანამდე, -მა და დიდმა ბრიტანეთმა კატარში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებზე იერიშებით დაემუქრა.
კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა, ალ-უდეიდას ავიაბაზა მდებარეობს.
Ipn.ge