კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლობა შეწყვიტა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეაჩერა , – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მუშაობას მაშინ განაახლებენ, როდესაც „ჰამასი“ და მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოავლენენ.
„კატარმა შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობისას, 10 დღის წინ მხარეებს განუცხადა, რომ შეაჩერებდა ძალისხმევას „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შუამავლობის საქმეში, თუ შეთანხმების მიღწევა ამ რაუნდში მოხდებოდა. კატარი განაახლებს ამ ძალისხმევას, როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნას და სერიოზულობას სასტიკი ომის დასასრულებლად“, – აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას დოჰაში „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის დახურვასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ „ჰამასმა“ „უარი თქვა კეთილსინდისიერად მოლაპარაკებაზე“. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია არაზუსტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია