კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ „ბოინგს“ ჩუქნის – CNN

კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ „ბოინგს“ ჩუქნის, – ამის შესახებ „სიენენს“ განუცხადეს. „სიენენი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადა, კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიიღოს Boeing 747-8.
როგორც კატარში განაცხადეს, ტექნიკურად, თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც მოხდება თვითმფრინავის აღჭურვა უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით.
როგორც „სიენენი“ იუწყება, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის გადაცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის სურთ, რაც მას საშუალებას მისცემს, შემდგომშიც გამოიყენოს ეს თვითმფრინავი. „სიენენი“ ასევე წერს, რომ ეს, სავარაუდოდ, გახდება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი ამერიკის პრეზიდენტისთვის.
შეგახსენებთ, პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი სამშაბათს, 13 მაისს თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.

1tv.ge