კატარი აცხადადებს, რომ ღაზაში ახალი ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

ღაზაში ახალი ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კატარი ჰუმანიტარული პაუზის განახლებისთვის თავის დიპლომატიური მცდელობებს ადასტურებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლისმომცველ და მდგრად შეთანხმებას მიაღწევს, რომელიც ომს დაასრულებს, ჩვენი პალესტინელი ძმების სისხლისღვრას შეაჩერებს და მუდმივი მშვიდობის მისაღწევად, პოლიტიკური პროცესის დაწყების შესაძლებლობას შექმნის“, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შვიდდღიანი ზავი 1-ელ დეკემბერს დასრულდა

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა