2023 წლის აზიის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ქვეყანა კატარი გახდა.
ფინალში კატარელებმა ანგარიშით 3:1 იორდანიის ნაკრები დაამარცხა. ანგარიში იორდანიის კარში დადებული 11-მეტრიანით 22 წუთზე გაიხსნა. მეორე ტაიმში იორდანიამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე კატარის სასარგებლოდ კიდევ ორი პენალტი დაინიშნა, რომელიც გუნდის ლიდერმა, აკრამ აფიფმა უშეცდომოდ შეასრულა.
ფინალისკენ მიმავალ გზახე კატარმა პალესტინა (2:1), უზბეკეთი (1:1, პენალტები 3:2) და ირანი (3:2) დაამარცხა.
კატარის ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა აზიის ჩემპიონი. პირველი თასი გუნდმა 2019 წელს მოიპოვა.
აზიის თასი ერთ-ერთი უძველესი სანაკრებო ჩემპიონატია, რომელიც 1956 წლიდან იმართება, ყველაზე მეტი, 4 ტიტული ამ დროისთვის იაპონიის ნაკრებს აქვს მოპოვებული.