კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის იერიშის შედეგად აშშ-ის ავიაბაზაზე არავინ დაშავებულა.
ამასთან, კატარი აცხადებს, რომ აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე „ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა“ განახორციელეს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არასდროს დატოვებს უპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
