კატარის საგარეო უწყება – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ ისრაელის მკაფიო პოზიციას ველოდებით

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით -ის წინადადების საპასუხოდ ს მკაფიო პოზიციას ველოდებით, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით ისრაელის მკაფიო პოზიციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ მთელ მთავრობას წარმოადგენს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ღაზის სექტორის მოსახლეობის, მძევლებისა და მათი ოჯახების ხანგრძლივი ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და კრიზისიდან გამოსვლისთვის საგზაო რუკის შემუშავება უზრუნველყოს“, – აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ