კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კატარი -სა და ირანს შორის პირდაპირი შუამავლის როლს არ ასრულებს

კატარი -სა და ირანს შორის პირდაპირი შუამავლის როლს არ ასრულებს, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯედ ალ ანსარიმ განაცხადა.

„ჩვენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კონტაქტში ვართ. მათ ომში ჩართვის გადაწყვეტილება იმ პარამეტრების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მათი აზრით, რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კატარი ომის დასრულების მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას მხარს უჭერს.

„დეესკალაციის, კრიზისიდან გამოსავლის პოვნისა და ჩვენს ქვეყნებზე თავდასხმების შეჩერების მიზნით მათთან ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა ანსარიმ.