კატარის პრემიერმინისტრი: ისრაელი ორი სახელმწიფოს პრინციპს უნდა მიჰყვეს

კატარის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსში -ჰამასის კონფლიქტზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ისრაელი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მიჰყვეს.
კატარის პრემიერმინისტრის თქმით, ისრაელის სტრატეგია აღნიშნულ კონფლიქტში მოკლე ვადაში ეფექტური უნდა იყოს და ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის გადაჭრა გარდაუვალია.
ალ-თანიმ ასევე თქვა, რომ პალესტინურმა მხარემ ასევე უნდა უერთგულოს ორი სახელმწიფოს პრინციპს. მისი თქმით, ჰამასი პალესტინური პოლიტიკური სისტემის ნაწილია და მხოლოდ პალესტინელებს შეუძლიათ ის კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილად აქციონ ან არა.
ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან დღემდე კატარი კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის მთავარი მედიატორია.