კატარის პრემიერი: ისრაელმა დოჰაზე დარტყმით მძევლების გათავისუფლების ყოველგვარი იმედი მოკლა

კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ ს პრემიერ-მინისტრმა მ ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების „ყველანაირი იმედი მოკლა“ მას შემდეგ, რაც დოჰაში ჰამასის ლიდერებს დაესხა თავს.
„თავდასხმის დილით ერთ-ერთი მძევლის ოჯახს ვხვდებოდი, – განუცხადა შეიხ მოჰამედმა CNN-ს. – მათ, შუამავლების გარდა, სხვისი იმედი არ აქვთ“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ დოჰაში ჰამასის ლიდერებზე თავდასხმა იყო “სრულიად გამართლებული იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჰამასის ლიდერების ინიციატივით და მათი ორგანიზებით განხორციელდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა და მას შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო ოპერაციების განხორციელება.”
ჰამასმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი უმაღლესი ლიდერები დარტყმას გადაურჩნენ, თუმცა ხუთი დაბალი რანგის წევრი დაიღუპა.
კატარი და ეგვიპტე ღაზაში ომში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მთავარი შუამავლები იყვნენ. კატარი წლების განმავლობაში მასპინძლობდა ჰამასის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დოჰაში, ნაწილობრივ -ის თხოვნის გამო, რათა წაეხალისებინა მოლაპარაკებები ჰამასსა და ისრაელს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – ის ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს, დეკლარაციებში კი უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს

დიმიტრი ხუნდაძე – მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება – კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები