კატარის პრემიერის განცხადებით, ისრაელი-ჰამასის ომში აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა

კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი -ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღაზის სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, კატარის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს ძალისხმევას, რომლის მიზანი რეგიონში მშვიდობის აღდგენაა. მისი თქმით, ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელება ართულებს შუამავლობის მცდელობებს და აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს.
ამასთან, ენტონი ბლინკენთან საუბარში, კატარის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის აუცილებლობას, რათა მიმდინარე კონფლიქტით დაზარალებული პალესტინელებისთვის შესაძლებელი გახდეს დახმარების უსაფრთხოდ მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა