კატარის ემირი – ისრაელის საოკუპაციო ძალებმა ყველა პოლიტიკური, ეთიკური და ჰუმანიტარული ღირებულებები დაარღვიეს – ეს ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდია

ეს ს მიერ ჩადენილი გენოციდია, – ამის შესახებ კატარის ემირმა, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ განაცხადა.
„ეს არის ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდი. ისრაელის საოკუპაციო ძალებმა ყველა პოლიტიკური, ეთიკური და ჰუმანიტარული ღირებულებები დაარღვიეს“, – განაცხადა კატარის ემირმა.
შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ პალესტინელები გამოჩენილი სიმამაცისთვის შეაქო და საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა.
„სამარცხვინოა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საზარელი დანაშაულის გაგრძელება თითქმის ორი თვის განმავლობაში დაუშვა, რომლის დროსაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური და განზრახ მკვლელობა გრძელდება, მათ შორის ქალებისა და ბავშვების“, – აღნიშნა კატარის ემირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ამ ქვეყანაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ქოცებს აძლევს ხმას, ხოლო მეორე…