კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამის მიუხედავად, ის ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა, შემდეგ კი სახის არეში ქიმიური ნივთიერება შეასხა.
მომხდარის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
