კასპში კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა

კასპში კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა და მიიმალა.
შემთხვევა დღეს, 25 სექტემბერს, მოხდა.
TV პირველის ინფორმაციით, ქალი მძიმე დაზიანებებით კასპიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. მათივე ცნობით, წყვილი ერთმანეთს 3 წლის წინ დაშორდა, მათ 4 შვილი ჰყავთ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.