კასპის საკრებულოში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა

“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე და სხვა ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.
საუბარია 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც გიორგი ახალკაცი და მისი ოპერატორი პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს საჯარო სხდომიდან იძულების წესით სამართალდამცველებმა და საკრებულოს წევრებმა გააძევეს.
ინციდენტის დროს, დაშავდა ჩვენი კორესპონდენტი და ასევე დაზიანდა “მთავარი არხის” აპარატურა.
ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2 წელია აწარმოებს თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
ჟურნალისტებმა საჩივარი “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დახმარებით მოამზადეს, მათ იმედი აქვთ რომ სამართალს ევროპულ სასამართლოში იპოვიან.
საჩივარში 3 მუხლის დარღვევაზეა საუბარი , ეს არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლების დარღვევა. საჩივარს კონკრეტული მტკიცებულებები ერთვის თან.
ამ საქმეზე კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალიც წარუდგინა, თუმცა ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.