კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, პარტიიდან რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობაც წავიდა.
“ჩვენ არ ვაპირებთ მანდატების დატოვებას, ეს ასხამს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს, ვინაიდან საკრებულოში აღარ იარსებებს ოპოზიციური ფრაქცია. მანდატები არ მოგვიპოვებია და არ მოუცია არც ლევან ხაბეიშვილს და არც პარტიის მენეჯმენტში მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ არჩეულები, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკური, ოპოზიციური ბრძოლა, მათი კეთილდღეობის და ყოველდღიური საცხოვრისის გაუმჯობესებისთვის”, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შარიფაშვილმა.
უკვე რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტებსა და რაიონულ ორგანიზაციებში ნაციონლური მოძრაობას წევრები ტოვებენ.