კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს სასამართლომ გირაო შეუფარდა | სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობის საქმე

კასპის საკრებულოს ორ მაღალჩინოსანს, რომლებსაც ბრალი სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინათ, სასამართლომ გირაო შეუფარდა, თუმცა რაოდენობა უცნობია. სხდომა დახურული იყო.
საუბარია 2022 წელს კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ბიუჯეტის განხილვისას “ქართული ოცნების” წევრები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა აქტივისტმა დაზიანებები მიიღო.
ბრალდებულებს შორის არიან საკრებულოს აპარატის უფროსი ზურა ჩიტიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი.
რაც შეეხება იმავე ეპიზოდში ჟურნალისტებზე თავდასხმას, საგამოძიებო უწყებას რეაგირება წლების შემდეგაც არ აქვს და საქმე სტრასბურგში წავა.
იხილეთ ასევე:
· ძალადობა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე | კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა