კასპის მერს აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს

კასპის მერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს. ამას აქციები და ხელმოწერების შეგროვება უძღოდა წინ.
წინარეხში ეგვიპტური ,,ჰოლივუდ სითის”, ქვემო ჭალაში – არაბული სოფლის გაშენება იგეგმებოდა, ბანერებიც განთავსებული იყო.
წინარეხში ინვესტიციების ჩადებას ეგვიპტელები აპირებდნენ, ქვემო ჭალაში – ს და ერაყის მოქალაქეები.
ახალი, თანამედროვე ტიპის სოფლების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები უდგნენ სათავეში. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კასპის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის წევრები ვეღარ მოხვდნენ.
წყარო: Qartli.ge