მდგრადი მსოფლიო წესრიგი მხოლოდ მაშინ გახდება რეალობა, როდესაც გლობალური დაპირისპირებისა და ბირთვული საფრთხის იდეები უარყოფილი იქნება და როდესაც მილიტარისტული რიტორიკა მშვიდობისა და ნდობის ენით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ყაზახეთი მიესალმება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებას.
„ანკორიჯში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემდეგ აქტიურად განიხილება სამშვიდობო პაქტის ძირითადი დებულებები, რაც დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მიღწევის გაჩენილ შესაძლებლობაზე მეტყველებს“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.




