კასანომ სერია A-ს საუკეთესო ტალანტი დაასახელა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში, მისი აზრით, სერია A-ს საუკეთესო ტალანტი დაასახელა.
“რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, “ემპოლის” 20 წლის ნახევარმცველი ტომასო ბალდანცი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია.
“ამჟამად სერია A-ს საუკეთესო ტალანტი ტომასო ბალდანცია. ამ ბიჭმა “იუვენტუსთან” თამაშის ბედი შეცვალა და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ყველასგან განსხვავებული მოთამაშეა. მისი მოედანზე ყურება ერთი სიამოვნებაა”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, გუშინ “იუვენტუსისა” და “ემპოლის” (1:1) მატჩში ანგარიში სწორედ ბალდანციმ გაათანაბრა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
ტომასომ მიმდინარე სეზონში “ემპოლის” რიგებში ჯამში
14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში