კასანომ მისი აზრით, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, სერია A-ს საუკეთსო მწვრთნელი “მილანის” თავკაცი სტეფანო პიოლია.
“პიოლი პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც მუდამ სწავლა და განვითარება სურს. უკვე ოთხი წელია, რაც ბრწყინვალედ მუშაობს, გარდა ამისა თავმდაბალი პიროვნებაა, რომელმაც წარმატებას უკვე არაერთხელ მიაღწია. ის ნამდვილი მწვრთნელაი და არ ჰგავს დანარჩენებს, რომლებიც მუდამ საკუთარი თავის შესახებ საუბრობენ”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, “მილანი” პიოლის ხელმძღვანელობით სერია A-ს სატურნირო ცხრილში 46 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.